,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დასავლეთს აშანტაჟებს, რათა მათ ივანიშვილი არ დაასანქცირონ.
,,ქართულ ოცნებას“ აქვს ერთი სერიოზული პრობლემა. მას პრობლემა ოპოზიციური ფლანგიდან არ ექმნება, ვინაიდან, ოპოზიციური ფლანგი არის ძალიან დასუსტებული, დეზორგანიზებული და ვერანაირი ტიპის ხელშესახებ პრობლემას ხელისუფლებას ვერ უქმნის. ახლა ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის პერსონის დაცვა სანქციებისგან, გარკვეული ტიპის პრობლემებისგან, რომელიც მას შეიძლება შეექმნას. ამიტომ, რასაც ვხედავთ ჩვენი დასავლელი თუ ამერიკელი პარტნიორების მიმართულებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ერთგვარი შანტაჟით თუ უსუსური მუქარით აიძულონ და ათქმევინონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, მას სანქციები არ შეეხება და ა.შ. ამას ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი, რომელიც მან ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირს, ქალბატონ ურსულას (ფონ დერ ლაიენს) მიწერა, ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშინებულია, სანქციები არ შეეხოს, ოლიგარქების სიაში არ შეიყვანონ და ა.შ,” – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.