“თურმე “გათახსირებული ევროპა” ქართველობას გვართმევს….და თუ ღარიბაშილი, ივანიშვილი, კობახიძე, წულუკიანი, მდინარაძე, ალტინფო და მართლმადიდებელთა კავშირი ქართველობაა, წამართვით! წაიღეთ! მომაშორეთ! ასეთი ქართველობის დდმტ!!!”-სულა სულაშვილი

მე მახსოვს ჯარი. ჯარისკაცებიც და მათ სხეულზე, ჭუჭყიანი, დაძონძილი სამოსის, მძიმე და აუტანელი სუნიც…
მახსოვს მილიცია, კორუმპირებული, უწიგნური, ჩასაფრებული, გაძაღლებული და ღირსება აყრილი;
მახსოვს უბნები, ჩაცუცქული ძველი ბიჭებით, ცხვირის ფხანაში გადმოყრილი დიდი თვალებით;
მახსოვს ბნელი და გაძარცული თბილისი. დღეგამოშვებით აფეთქებული მე-9 ბლოკი და მცოცავი გრაფიკი…
მახსოვს გაპარტახებული სავადმყოფო, სადაც ოპერაციებს “დვიჟოკებზე” აკეთებდნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საწვავს ჩაუსხამდი;
მახსოვს პანკისი და კოდორი. გატაცებული ადამიანებით ვაჭრობა და “ვაზვრატი”;
მახსოვს საბაჟოები, რომელსაც ფულის “სტანოკი” ერქვა;
მახსოვს სამშობლოსთვის “თავგადაკლული” ერის მამები, რომლნიც უმოწყალოდ კლავდნენ საქრთველოს და ყოველივე ამისთვის პატივსცემას ითხოვდნენ;
მე მახსოვს, რუსეთთან წაგებული ომიც და რუსეთს თავშეფარებული, გაქცეული გენერალიტეტიც;
მე მახსოვს გაყინული პენსიები და გაყინული ქართველი ერი, რომელიც უმოწყალოდ გაძარცვეს;
მახსოვს უნივერსიტეტის ცარიელი აუდიტორიები, სადაც უცოდინრობისთვის ფულს იხდიდნენ;
და მახსოვს რუხი ფერის საქართველო, რომელიც ჰგავდა ჯოჯოხეთს, რომელსაც მხოლოდ ქრთამი ანათებდა;
და ზუსტად 9 წლის შემდეგ ვნახე ის საქართველო, სადაც ყველა ეს მარაზმი დაამარცხეს;
და ზუსტად 9 წლის შემდეგ ვნახე ის საქართველო, სადაც ამ მარაზმის ამომძირკველები მოძირკვეს, დაატუსაღეს და განდევნეს!
მხოლოდ უგნურთ შეუძლია აღმშენებლობას უწოდოს რეჟიმი და დაავიწყდეს ის, რაც მე ჯერ კიდევ კარგად მახსოვს…
და მხოლოდ იდიოტებს შეგიძლიათ მიწოდოთ მიშისტი, რამე თუ ეს ყველაფერი შევამჩნიე და დავინახე.
ამ ქვეყანაში, ყველა პატიოსან, განათლებულ და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანს გადაუკეტეს ჟანგბადი, რადგან ბრბოს ხარბი სუნთქვა სურდა…
რადგან ბრბოს პანიკურად აშინებდა ნებისმიერი რეფორმა, რომელიც მათ ტვინს საბჭოური დამახინჯებული, კრიმინალური მენტალიტეტისგან გაწმენდდა…
ბრბო სუნთქავს! მაგრამ იხრჩობა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც უნდა ყოფილიყო გარანტი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის.
თურმე ახლა “გათახსირებული ევროპა” ქართველობას გვართმევს… და თუ ღარიბაშილი, ივანიშვილი, კობახიძე, წულუკიანი, მდინარაძე, ალტინფო და მართლმადიდებელთა კავშირი ქართველობაა, წამართვით! წაიღეთ! მომაშორეთ! ასეთი ქართველობის დდმტ!!!
წერს აღმასრულებელი დირექტორი AFG გენერალური ასამბლეა-ში,სულა სულაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share