საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა – იონათამიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა – ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რომ უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი შეფასებები უხერხულია იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

“ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა, იმ უფლებამოსილების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია… უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და ასევე დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში”, – ამბობს რატი იონათამიშვილი

თავისი გამოსვლებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს უმრავლესობა – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა და ამით, “ოცნების” მხრიდან, მისი საგარეო ვიზიტების არაკონსტიტუციურად შეფასებას გამოეხმაურა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share