შვედეთში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

21 ივლისს შვედეთში დაფიქსირდა ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ბოლო 75 წლის განმავლობაში.  ამის შესახებ SVT იუწყება. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მოლილაში ტემპერატურამ 37,2 °C მიაღწია – რაც  ყველაზე მაღალია ბოლო 75 წლის განმავლობაში.

ბოლო მსგავსი  მაჩვენებელი დაფიქსირდა 1947 წელს – 38 ° C.

მოლილას უწოდებენ “შვედეთის თერმულ დედაქალაქს”, რადგან იქ ხშირად ფიქსირდება როგორც ცხელი, ასევე ცივი ტემპერატურის რეკორდები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share