მოპარული ხელფასები საქართველოში – “ღირსეული შრომის პლატფორმა” საგანგაშო ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში ხელფასს იპარავენ – “ღირსეული შრომის პლატფორმამ” ქვეყანაში მოპარული ანაზღაურების ანგარიში გაასაჯაროვა.

ირკვევა, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა უმრავლესობა კუთვნილი ანაზღაურების მოპარვის მსხვერპლი მინიმუმ ერთხელ მაინც გამხდარა. საუბარია ხელფასის მოპარვის რამდენიმე ფორმაზე. ერთ-ერთი, აუნაზრაურებელი შრომითი საათებია, რაზეც დასაქმებულთა 75%   მეტი მიუითთებს. ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით ყველაზე საგანგაშო ვითარება სამედიცინო სფეროშია.

დოკუემნტშ საუბარი სასამართლო პრაქტიკასაც შეეხო და აღნისნულია, რომ სახელმწიფო დროულ რეგაირებას არ ახდენს, რათა დასაქმებულმა მოპარული კუთვნილი ხელფასი მიიღოს.

დასაქმებულთა 88% დაახლოებით ვერ მიაქვს სრულად საკუტარ სახლში შრომის ანაზღაურება იმის გამო, რომ დასამქმებლები მათ შრომით უფლებებს სისტემურად არღვევენ. ჩვენი მონაცემებით, რომელიც 3000-მდე დასაქმებულის ინფორმაციას ეფუძნება, მათ ყოველწლიურად დაახლოებით 25 მლნ-ს პარავენ. ყველაზე მძიმე მიმართულება მოპარული ხელფასის მიმართულებით არის ჯანდაცვის სექტორი, – ამბობს “ღირსეული შრომის პლატფორმას” წარმომადგენელი.

საგანგაშო მონაცემების შესახებ ინფორმირებულია შრომის ინსპექციაც. ასევე, პლატფორმა შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share