ივანიშვილმა, როგორც ლუციფერმა იყიდა “ოცნების” ლიდერები – მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ბიძინა ივანიშვილს ლუციფერს უწოდებს და ამბობს, რომ ოლიგაქრმა “ოცნების” ლიდერები იყიდა.

ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერებს ქვეყნის ევროინტეგრაცია არ აღელვებთ და ისინი მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ლობირებენ.

ბიძინა ივანიშვილმა როგორც ლუციფერმა იყიდა ეგენი და  მთავარი მიზანი არის არა ქვეყნის ევროპაშ ინტეგრაცია, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ლობირება. შესაბამისად, გუშინაც მივიდნენ ევროპელებისთვის ჭკუის სასწავლებლად, რომ ბიძინა არ არის ოლიგარქი. ის სიკეთე, რომელსაც დასავლეთი იძლევა, თუ გინდათ, რომ ქართველ ხალხამდე მოვიდეს, ჩამოაშორეთ ბიძინა ივანიშვილი მმართველობას. აი, ეს არის გზვნილი, – თქვა მანჯგალაძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ევროპარლამენტარებთან პირისპირ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ დელეგაციის წევრებს ის არგუმენტები მოუყვანეს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს კრემლთან კავშირი არ აქვს,  არც ქართულ პოლიტიკაშია ჩართული და არც ოლიგარის სტატუს იმსახურებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share