“ოცნება” არის ყველაფერზე წამსვლელი, ახლა მთავარია ქვეყანა არ დაზარალდეს”

“საქართველოში ქართველმა ხალხმა მოიპოვა გამარჯვება ამ არჩევნებში. თავის დროზე ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად. 2012 წელს მოვიდა ის ხალხი ვინც დადგა რუსებთან ერთად ციხის კადრები, ეს არის ხალხი, ვინც მოკლა ბარბარე რაფალიანცი, ივანიშვილმა მოკლა ეს ბავშვი, ან იმ ადამიანებმა ვინც რუსეთის პრესსამსახურებიდან იყო მიმაგრებული ‘ქართულ ოცნებაში”. გასაგებია რაც იყო, ეს იყო სპეცოპერაცია არჩევნების წინ. მოდი ვთქვათ როგორც არის, შემდეგ გავიდა ორი ვადა, ხალხმა დაინახა რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან და დიდ ოპოზიციურ კოალიციას მისცა ხმების 60%. ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ მას ეს არ შერჩება. ამათი საქმე არის დამთავრებული. ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარი საკითხი არის, რომ ამ გარდამავალ პროცესში არ დაზარალდეს საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share