უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა, რომელიც მტერს ჟიტომირის რაიონის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და ოკუპანტების “საცეცხლე რაზმთან” შეერთებას აპირებდა.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ აღნიშნა, დაკავებულმა თავის რუს კურატორს მიაწოდა რუკები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებისა და რეგიონის ტერიტორიაზე თავდაცვითი პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ.

მისივე თქმით, აგრესორები აპირებდნენ მიღებული ინფორმაციის გამოყენებას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების განსახორციელებლად.

“დადგინდა, რომ მოღალატე არის კოროსტენის მკვიდრი, ადრე მუშაობდა ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქარხანაში. კონტრდაზვერვის ინფორმაციით, ГРУ-ს “კურატორმა” თავის აგენტთან დეტალურად ისაუბრა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის კონსპირაციული არხების შესახებ”, – თქვა დეხტიარენკომ.

დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share