ბათუმის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ნუკრი ქანთარიას წარდგენა ბათუმელი მსახიობების წინაშე ამ წუთებში მიმდინარეობს.
ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ქანთარია თეატრში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად მივიდა და დასს ხვდება. სამხატვრო ხელძღვანელმა მის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
ნუკრი ქანთარიამ ანდრო ენიქიძე შეცვალა.