სკანდალური მასალები და არჩევნების გაყალბების მტკიცებულება – რატომ დუმს ხელისუფლება

24-საათიანი დუმილის შემდეგ პროკურატურა მოქმედებას იწყებს, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. სოსო გოგაშვილის კრებსების თემაზე უწყება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დასაკითხად იბარებს. პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ გამოკითხვის შემდეგ მიიღებენ.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც დოკუმენტი შეისწავლეს, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს მოლოდინი, რომ შოთაძის უწყება საქმეს ბოლომდე მიიყვანს და არჩევნების გაყალბებისთვის მმართველი პარტიის ლიდერებს პასუხს აგებინებს.

ოპოზიციაშიც და სამოქალაქო სექტორშიც მიიჩნევენ, რომ გამოძიების ფორმალობის მიუხედავად საქმის აღძვრა მნიშვნელოვანია. ახალი დოკუმენტები რეალურად ადასტურებს არჩევნების გაყალბების ფაქტს და მომავალში ამ დანაშულებრივი სქემის ორგანიზატორებმა პასუხი უნდა აგონ.

მაგრამ სრულიად განსხვავებულია “ქართული ოცნების” პოზიცია – მმართველ პარტიაში არც ამჯერად სჯერად დოკუმენტების სინამდვილის და არათუ გაყალბების სინამდვილეს აღიარებენ, გამოძიების დაწყებაც კი არ მიაჩნიათ საჭიროდ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share