„კრიზისი მთავარ პერსონაჟებამდეა მისული: ნაციონალების ლიდერი ციხეშია, „ოცნების“ ლიდერს სანქციები ელოდება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ვახტანგ მეგრელიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთმანეთის პარალელური პროცესს უწოდებს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით იწყება ერთმანეთის ნდობა.
„კრიზისი მთავარ პერსონაჟებამდეა მისული: ნაციონალების ლიდერი ციხეშია, „ოცნების“ ლიდერს სანქციები ელოდე. ორივე მხარე არის კრიზისში, პლუს ამას ემატება ქვეყნის საერთო პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლობას როგორც 20 ივნისს დამტკიცდა ესმის. არსებობს დიდის სტიმული რომ ამ შემთხვევაში მოვაგვაროთ 2 ადამიანის პრობლემა, რომელზედაც მიბმულია დანარჩენი ქვეყნის პრობლემა.
ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საკონსტიტუციო ცვლილებები ეს არის ერთმანეთის პარალელური პროცესი. საკონსტიტუციო ცვლილებებით იწყება ერთმანეთის ნდობა. ოპოზიციის მხარეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს დარჩენილი ნულოვანი. ამ პროცესში მნიშვნელოვანი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. ეს ნიშნავს, როგორ უყურებენ თავიანთი ლიდერის ბედს ისინი ამ პროცესში და შეუძლიათ თუ არა თავის პარტიულ პოზიციაზე მაღლა დააყენონ ქვეყნის ინტერესები“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.