საქართველოში ფულადი გადმორიცხვების უდიდესი წილი რუსეთზე მოდის

2022 წლის ივნისის მონაცმებით, საქართველოში ფულადი გადმორიცხვების 54.16%-ი რუსეთზე მოდის.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 231,438 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 39,081 მლნ აშშ დოლარი იყო.

შესაბამისად, 2022 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით არის გაზრდილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი გზავნილი სწორედ რუსეთიდან გადმოირიცხა.

უნდა ითქვას ისიც, რომ თვიურ ჭრილში რუსეთიდან გზავნილები შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ 313,902 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წელის ივნისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი – 231,438 მლნ აშშ დოლარი;

იტალია – 35,571 მლნ აშშ დოლარი;

აშშ – 27,655 მლნ აშშ დოლარი;

საბერძნეთი – 18,820 მლნ აშშ დოლარი;

ყაზახეთი – 17,264 მლნ აშშ დოლარი;

ისრაელი – 16,941 მლნ აშშ დოლარი;

გერმანია – 13,954 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი – 8,443 მლნ აშშ დოლარი;

ყირგიზეთი – 6,971 მლნ აშშ დოლარი;

ბელარუსი – 5,302 მლნ აშშ დოლარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share