რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი იქნება უზრუნველყოფილი

რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს.

„დღეს შავ ზღვაში შუქურა არის. იმედის შუქურა, შესაძლებლობების შუქურა, შვების შუქურა მსოფლიოში, რომელსაც ეს უფრო სჭირდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება მილიარდობით ადამიანს შიმშილისგან გადაარჩენს.

გაეროს მიერ შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერა სტამბოლში გაიმართა და მას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დაესწრნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share