არჩევნების გაყალბების სკანდალურ საქმეზე პროკურატურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს გამოკითხავს

ახალი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს არჩევნების გაყალბების ფაქტს, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გაშიფრეს. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიწოდებული მამხილებელი ფაილებით დგინდება, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება საარჩევნოდ სახელმწიფო რესურს და როგორ მოქმედებდა ამომრჩევლის ნებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, მაგრამ არ აქვთ იმედი, რომ შოთაძის უწყება საქმეს ბოლომდე მიიყვანს და არჩევნების გაყალბების გამო მმართველი პარტიის ლიდერების პასუხისმგებლობა დადგება.

“რასაც ჩვენ შევეფეთეთ, ეს არის სავარაუდოდ, თუ დადასტურება სამართლებრივად, ყველაზე მძიმე ფორმა გაყალბების, სადაც თავმოყრილია მოსყიდვის, დაშინების, გადმობირების, პირადი მონაცემების დამუშავების და სხვადასხვა მძიმე დანაშაულების ფაქტები. არ მაქვს ინფორმაცია, საქმე რამდენად აღძრულია, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურიდან დღეს დაგვიკავშირდნენ ორგანიზაციებს და ხელმძღვანელები დაიბარეს გამოკითხვაზე”, – თქვა Isfed-ის იურისტმა, გიორგი მონიავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share