უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი Twitter-ზე წერს, რომ შეთანხმებიდან ერთ დღეში ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
“კრემლი სურსათის იარაღად გამოყენებას აგრძელებს. რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს”. – წერს ბრინკი Twitter-ზე.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.