ზელენსკი პორტის დაბომბვაზე: “რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, იპოვის გზებს, რომ არ განახორციელოს”

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტის დაბომბვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოსკოვი იპოვის გზებს, რომ შეთანხმება არ განახორციელოს.

“ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რაც არ უნდა თქვას და დაპირება დადოს რუსეთმა, ის იპოვის გზებს, რომ ის არ განახორციელოს”, – თქვა ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დღეს დილით მოხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share