“ივანიშვილი ახლა ძალიან საშიშია, რადგან დაინახა, რომ ქართველი ხალხი რომ ეგონა განადგურებული და მოსყიდული, არჩევნებზე გამოუტანა ვერდიქტი”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში”, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მიტაცებული ხელისუფლებისთვის ამ ხელისუფლებას ხალხმა ყური უნდა აუწიოს: “როდესაც ვსაუბრობთ იმაზე ვინ რა გააკეთა…კი, ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ არც ერთი მოქმედი პოლიტიკოსი სააკაშვილის დროს არ ყოფილა გაშვებული ციხეში. ახლა, იცით რამდენი ციხეშია, რამდენი ქვეყნიოდან გაქცეული. მე წავაგე არჩევნები და გადავეცი მშვიდობიანად, ამათმა რა გააკეთეს? წააგეს და დააჯდნენ ამ ხელისუფლებას. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა ამათ უნდა აუწიონ ყური და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. მაგრამ, ახლა მთავარი საფიქრალია როგორ ამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან, როგორ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც იქნება ერთ-ერთი წარმატებული, როგორც ეს ჩვენს დროს იყო.
მე ვარ ამაყი ქართველი, ივანიშვილი არის ქართველი, რომელმაც იცის, რომ არარააობაა და განსაკუთრებით ეზიზღება თავისი ქვეყანა. ივანიშვილი განსაკუთრებით საშიშია ახლა, რადგან მან იცის, რომ ქართველმა ხალხმა, იმ ადამიანების გარდა,რა ნაწილიც მან მოისყიდა, მას უარი უთხრა. ის ახლა დაჭრილი ცხოველივითაა. მას ახლა აქვს განცდა, რომ იმ ქართველმა ხალხმა, რომელიც მას დიდი ხნის წინ ეგონა განადგურებული, მომსპარი და ნაყიდი, უცებ, არჩევნებზე გამოუტანა ვერდიქტი. ასეთი კაცის დატოვება ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად ერთი დღითაც კი საშიშია უკვე. მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე ისინი გადავლენ ოპოზიციაში, მისი პარტია გაქრება. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, რომ ეს 8 წელი, დაკარგული წლები სწრაფად ამოვქაჩოთ. როგორ შეიძლებოდა ამდენი დროის დაკარგვა’?-განაცხადა სააკაშვილმა.