გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზციამ, ხელისუფლებას შავი დოკუმენტის შემუშავება უნდა მოსთხოვს, რომელიც ვადებში იქნება გაწერილი და ამის შემდეგ უნდა დაჯდეს მასთან ერთად სამსჯელოდ ერთ მაგიდასთან.
ხუხაშვილი ამბობს, რომ მართალია სახელისუფლებო გუნდიდან არ აქვს ამის მოლოდინი, თუმცა მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ აღარ ექნება არგუმენდი, რომ „ოპოზიციაა დესტრუქციული“.
”არც ის არის სწორი, რასაც აკეთებენ, რომ აზრი არ აქვს ხელისუფლებასთან ლაპარაკს და ჩვენ, ჩვენს ვარიანტს გავაკეთებთ. ნუ, მერე რა რომ გააკეთებენ. მაქსიმალურად კონსტრუქციულები რომ ვიყოთ, ხელისუფლებამ გაწერილი პუნქტობრივად, რომელი პუნქტის შესრულებისთვის რას აკეთებს, აი ეს დოკუმენტი შეიმუშაოს. ამისთვის, დავუშვათ, დროს ვაძლევთ 15 სექტემბრამდე. აი ეს შავი დოკუმენტი რომ ექნებათ, 15 სექტემბერს ჩვენ მოვალთ და ამ დოკუმენტის ირგვლივ მზად ვართ ვიმსჯელოთ ხელისუფლებასთან ერთად.
ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს, ესეც ცხადია, მაგრამ ის არგუმენტიც აღარ ექნება, რომ ოპოზიციაა დესტრუქციული“. – ამბობს ხუხაშვილი.