ბახმარო, საგურამო და ბაკურიანი – მამუკა მდინარაძის სიმამრის დიდძალი ქონება

ბახმარო, საგურამო და ახლა უკვე ბაკურიანი –   “ქართული ოცნების” “უსახლკარო” ლიდერის, მამუკა მდინარაძის სიმამრის დიდძალი ქონებაა.

დგინდება, რომ საგურამოში 1211 კვადრატული მეტრი მიწა მდინარაძის სიმამრმა, გულივერ კუნჭულიამ 2019 წელს შეიძინა. ტერიტორია ორად გაყო და ერთდროულად ორი ორსართულიანი სახლის მშენებლობა წამოიწყო.

საგურამოს გარდა, მდინარაძის სიმამრმა 2020 წლის  31 აგვისტოს, ბაკურიანში 925 კვადრატული მეტრი მიწა იყიდა. ტერიტორია ბაკურიანის ცენტრში, ხალ ხუთვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექს “ტერასა ბაკურიანს” ესაზღვრება  როგორც საგურამოს, ასევე ბაკურიანის მიწებიც სესხის გარეშე ნაღდი ანგარიშსწორებით არის შეძენილი. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც, რომ დიღომში ასმათის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიც გულივერ კუნჭულიას მიწაზეა აშენებული. ტერიტორიას მმართველი პარტიის ლიდერის სიმამრი 2004 წლიდან ფლობდა, ახლა კი ამ კორპუსში 195 კვადრატულ მეტრ სამ ბინას ფლობს. 

მდინარაძის გადეპუტატების შემდეგ გაფორმდა მისი სიდედრის სახელზე, ბინა ბათუმშიც.
2022 წლის დასაწყისში იყიდა მიწა თიანეთში, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ცოლმა, ნათია კუნჭულიამაც.

2021 წლის 18 ივნისს,  გულივერ კუნჭულიას სახელზე მიწა გადაფორმდა ბახმაროში. საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ბახმაროში სადაც ერთი კვადრატული მიწის კომერციული ფართი 300 დოლარია  გულივერ კუნჭულიამ ტერიტორია 50 დოლარად შეიძინა. 

მდინარაძის სიმამრი ამბობს, რომ ბახმაროში მან  წინაპრების დატოვებული ფართი დაიკანონა,  თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესის საგანი, ტყის პირას მის სახელზე გადაფორმებული ახალი მიწის ნაკვეთა, საჯარო რეესტრის მონაცემებით,  მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრება იყო 2021 წლის 27 მაისს სახელმწიფომ დავით კუტუბიძეს გადასცა, კუტუბიძემ კი 20 დღეში ტერიტორია მამუკა მდინარაძის სიმამრს გადაუფორმა. 

კუტუბიძე, ჩოხატაურის ვიცე-მერის ძმაა. მაია კუტუბიძე ამ თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მიწის გადაცემიდან  დაახლოებით სამ თვეში დაინიშნა, მანამდე ის ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” ადგილობრივი ლიდერი იყო.

გულივერ კუნჭულია სიძის პარტიის შემომწირველთა სიაშიცაა, მან  2016 წელს  32 ათასი ლარი, მდინარაძის სიმამრმა, პარტიას და სალომე ზურაბიშვილს შორის გაანაწილა.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, დეკლარაციის მიხედვით, “ოცნების” სპიკერს მხოლოდ ნახატები აქვს, ცხოვრობს ცოლის კუთვნილ ბინაში და უკვე გაყიდა ის ერთადერთი უძრავი ქონებაც, რომელიც დიღომში, 2018 წელს შეიძინა.

ფაქტია, რომ დეპუტატის სიმამრის ქონება იზრდება, “ოცნების” ლიდერის დეკლარაცია კი რატომღაც ცარიელდება.

წყარო – ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share