საქართველოში ძვირფასი ლითონის ფასი ეცემა – მიზეზი

უკრაინაში ომის შემდეგ საწვავის გარდა საქართველოში რუსული სანქცირებული ოქროც მარტივად შემოდის და იყიდება. მხოლოდ ივნისის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 164 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონი შემოვიდა.

ოქროს ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც რუსული ოქროს იმპორტს სანქციები დაედო,  რუსეთიდან საქართველოში ოქროს ზოდები ტრაილერებით შემოდის. ეს გარემოება კი ძვირფასი ლითონის ფასს ამცირებს.

თბილისი ცენტრალის ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ერთ გრამ ოქროზე ფასები 30-35 ლარითაა შემცირებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი  ამბობენ, რომ ფასმა 50%-ითაც დაიწია.

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს საერთაშორისო ბირჟაზეც. ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 1700 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და ამჟამად 1680 დოლარზე ოდნავ მაღალია, რაც 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share