“დეპოლარიზაციისთვის ერთადერთი რეცეპტი ნაცმოძრაობის დასუსტებაა და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე არ დასუსტდება, მანამდე პოლარიზაცია სულ გვექნება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ პარტიის ადგილი აღარ არის, ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება აირჩიონ, მაგრამ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ პოლიტიკური ძალისა და მისი სატელიტების ადგილი არ არის […] გამორიცხულია, რომელიმე დემოკრატიულ სისტემაში მმართველმა პარტიამ არჩევნებში 70-80-90 % აიღოს, 60%-იც კი არაბუნებრივია. შესაბამისად, ნაცმოძრაობის დასუსტება ავტომატურად გამოიწვევს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას ამ პოლიტიკურ სისტემაში და სწორედ ეს უნდა იყოს ამოცანა” – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.