უკრაინული მედიის ცნობით, გერმანია უკრაინაში თავდაცვის იარაღის მიწოდებას აგვიანებს. წყაროს ინფორმაციით, უკრაინის განაცხადი 11 IRIS-T საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით ამჟამად გერმანიის უშიშროების ფედერალურ საბჭოში ყოვნდება.
საბჭოს ხელმძღვანელი გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცია, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ გერმანია უკრაინას უპრეცენდენტო რაოდენობის იარაღს აწვდის.
აქამდე, გერმანიამ და ნიდერლანდებმა უკრაინისთვის დამატებით 6 ჰაუბიცის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მადრიდის NATO-ს სამიტზე ისაუბრეს.
NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას ძირითადად მიაწოდეს აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრი ქვეყნების მარაგებიდან საბჭოთა ჰაუბიცები. თუმცა, აშშ-მ და ზოგიერთმა სხვა მოკავშირემ დაიწყო კიევისთვის დასავლური ჰაუბიცის მიწოდება. გერმანიამ და ნიდერლამდებმა ამ დრომდე უკრაინას უკვე 12 ჰაუბიცა გადასცეს.
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის პარალელურად, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ქვეყნების “იარაღით გატენვა” საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.