ოზურგეთის მერია ფინანსთა სამსახურისა და სამხედრო გაწვევის განყოფილების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურს გამოაცხადებს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიიდან არაოფიციალურად აცნობეს.
ამ სამსახურების ხელმძღვანელები, გია მამაკაიშვილი და ილია ლეჟავა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობებიდან მიმდინარე წლის დასაწყისში დაითხოვა.
გია მამაკაიშვილის ადგილმონაცვლედ პავლე ჭყონია, ხოლო ილია ლეჟავას შემცვლელად გელა ჭანუყვაძე სახელდებიან.