დღევანდელი, 8 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 728 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 63 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.