ოზურგეთში მოღვაწე ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი ქუთაისის ციხეში მესამოცე დღეა შიმშილობს.
ასკაროვი ციხის ადმინისტრაციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ, მას მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.
მისი უფლებადამცველის თქმით, ასკაროვის მდგომარეობა მძიმეა და შეიძლება მალე ფატალური შედეგი დადგეს.
ასკაროვმა ისრაელში სამკურნალოდ გადაყვანაც ითხოვა, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, მისი ოჯახის ინფორმაციით მას არც რელიგიური რიტუალის ჩატარების საშუალებას აძლევენ.