ხანძრების გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იოსემიტის ეროვნულ პარკთან ახლოს გაჩენილი ხანძრის სწრაფად გავრცელების გამო კალიფორნიის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც მედია წერს, ხანძარი 22 ივლისს დაიწყო, თუმცა მეხანძრეთა ეკიპაჟმა მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა ვერ შეძლო.

ტერიტორიებიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაზიანდა 10 სახლი.

კალიფორნიის სატყეო მეურნეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის მონაცემებით, გადამწვარია 5000-მდე ჰექტარი მიწა.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მარიპოსას ოლქში. განცხადებაში, კალიფორნიის გუბერნატორმა აღნიშნა , რომ ცეცხლს ამძაფრებს “ცხელი, მშრალი ამინდი და გვალვის პირობები “.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share