ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი ქუთაისის ციხეში მე-60 დღეა შიმშილობს

ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი ქუთაისის ციხეში მე-60 დღეა შიმშილობს. ასკაროვი ციხის ადმინისტრაციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.

მისი ადვოკატის თქმით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და შეიძლება მალე ფატალური შედეგი დადგეს.

“თავბრუს ხვევები ჰონდა, მეუბნებოდა რომ უკვე ვერ ვაზროვნებო, რთულ წინადადებას ვერ ვიმახსოვრებო, არ ვიცი რანაირად ვიქნებიო. უკვე ორი თვეა შიმშილობს, ვარ წყალზე, რძეზე ვიყავი და მერე მითხრეს, რომ მანქანა გაფუჭდაო და ვერ შემოიტანეს რძე ციხეშიო, ძალიან სუსტადაა, რამდენ ხანს გაძლებს ასე”, – ამბობს ნათესავი. 

ადვოკატის თქმით, დაკავებულს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ციხის ადმინისტრაციასთან, რის გამოც დაიწყო შიმშილობა. ის ციხის სამედიცინო პერსონალს უნდობლობას უცხადებს და მკურნალობას ითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share