ტრამპის კაბინეტი განათლების მდივანმა დატოვა

ამერიკა უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა – ტრამპის კაბინეტი განათლების მდივანმა დატოვა

დონალდ ტრამპის კაბინეტი გუშინ განათლების მდივანმა ბეტი დევოსმაც დატოვა. გადადგომის შესახებ დაწერილ განცხადებაში ის ხაზს უსვამს ტრამპის როლს კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობაში და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ერთადერთი სწორი საქციელია, რაც შეიძლება ჩაიდინოს.

“ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, რომლებზეც გავლენის მოხდენა მარტივია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა”, – ამბობს დევოსი განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ.

მათ შორის, ვინც ადრე დატოვა თანამდებობა, არიან პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.

თანამდებობა დატოვა ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილემ მეტ პოტინგერმაც.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა.  სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.  ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    ქველმოქმედება თუ მილიარდების გადარჩენის მცდელობაროგორ აფასებენ ივანიშვილის ინტერვიუს რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ…
    Tags: და, ეს, ამბობს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    " რას ეუბნებით თქვენს ამომრჩეველს, რომელიც ახლა ამას კითხულობს"?!-ექსპერტები ოპოზიციას"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 94
    “ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება, ესაა ჩემი ოცნება – ივანიშვილიბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ ის ვრცელ წერილში საუბრობს, სადაც ასევე აცხადებს, რომ პარტიასა და პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს. ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. წერილში ვრცლად მოიხილავს, მისი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევებს და კვლავ ასევე ვრცლად…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 94
    მშვენიერაძე დავითგარეჯის შესახებ ივანიშვილის განცხადებაზეე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით,…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა