როგორც დაფასოებული, ისე დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების იმპორტი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოში ჯამში 202,367 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 179,316 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს იმპორტირებული მედიკამენტებიდან 7,057 მლნ აშშ დოლარის წამლები დაუფასოებელი იყო, ხოლო 195,310 მლნ აშშ დოლარის – დაფასოებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც მედიკამენტებს ვყიდულობთ.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაფასოებული მედიკამენტები შემოვიდა:
  • თურქეთი – 32,869 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია – 19,903 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი – 17,021 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია – 14,566 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი – 13,599 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი – 10,878 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 8,116 მლნ აშშ დოლარი
  • სლოვენია – 7,522 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა – 6,347 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია – 5,004 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაუფასოებელი მედიკამენტები შემოვიდა:

  • ინდოეთი – 1,952 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი – 1,439 მლნ აშშ დოლარი
  • ლატვია – 801.7 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ – 747.2 ათასი აშშ დოლარი
  • საბერძნეთი – 642.8 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია – 378.5 ათასი აშშ დოლარი
  • ჩრდილოეთ მაკედონია – 287.2 ათასი აშშ დოლარი
  • ესპანეთი – 255.9 ათასი აშშ დოლარი
  • კორეა, რესპუბლიკა – 204.2 ათასი აშშ დოლარი
  • შვეიცარია – 169.4 ათასი აშშ დოლარი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share