Twitter-ს სრულიად მოულოდნელად შემოსავლები შეუმცირდა – კომპანია წაგებაზეც გავიდა

ამერიკული კომპანია Twitter Inc-ი მიმდინარე წლის მეორე კვარტლის შესახებ ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას სრულიად მოულოდნელად შემოსავლები შეუმცირდა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აპრილ-ივნისში მისი შემოსავლები შემცირდა 1%-ით, 1,18 მლრდ დოლარამდე, მაშინ როცა ექსპერტები 1,32 მლრდ დოლარს მოელოდნენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შემოსავლების კლება პრიდაპირ კავშირშია ილონ მასკის მიერ ამ კომპანიის მიმართ დამოკიდებულებასა და გლობალურ მაკორ-ეკონომიკურ სიტუაციასთან.

ამასთან, სოციალური ქსელის მონეტიზირებული მომხმარებლების რაოდენობა მეორე კვარტლაში16,6%-ით არის გაზრდილი, ჯამში აღწევს 237,8 მლნ-ს. აქედან, 41 მლნ მოდის აშშ-ზე, ხოლო 196 მლნ დანარჩენ მსოფლიოზე.

ამასთან, კომპანიის სუფთა ზარალმა მეორე კვარტალში 270 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 66 მლნ დოლარის სუფთა მოგება ჰქონდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share