„ევროპა თავისი განცხადებებითა ატარებს კონკრეტულ მიზანს – აიძულოს რუსეთი, გადავიდეს სრულმასშტაბიან ომზე“

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ, აიძულონ რუსეთი „სპეცოპერაციიდან“ სრულმასშტაბიან ომზე გადავიდეს.

„ევროპა განცხადებებითა და სამხედრო მხარდაჭერით ატარებს კონკრეტულ მიზანს – აიძულოს რუსეთი, გადავიდეს სრულმასშტაბიან ომზე ყველა სახის იარაღის გამოყენებით ფრონტის მთელ ხაზზე. სჭირდება თუ არა ეს უკრაინელ ხალხს? რა თქმა უნდა, არა. და დასავლეთს? სხვაგვარად როგორ!“, – წერს კადიროვი.

კადიროვის თქმით, ნატო გულუბრყვილოდ იმედოვნებს ამ გზით რუსეთის დასუსტებას, რომელიც ისტორიის მანძილზე ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი ომისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share