12 საათიანი ბლოკის შემდეგ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ახალი განცხადებით გამოჩნდა ტვიტერზე. დონალდ ტრამპი 20 იანვარს ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემას ჰპირდება ამერიკას. თუმცა ვიდეო მიმართვაში პრეზიდენტი ისევ არსად ახსენებს არჩევნებში დამარცხებას.
“ამერიკა იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა”, – ამბობს ის ვიდეოში მოქმედი პრეზიდენტი.
ტრამპის ანგარიში ისევ დაბლოკილია ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. ბლოკი თავდაპირველად 24 საათიანი იყო, თუმცა სოციალურმა ქსელის დამფუძნებელმა მარკ ზაქერბერგმა განაცხადა, რომ ბლოკი სულ მცირე 2 კვირით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე გააგრძელა.
„შეტევა დემოკრატიაზე“, „შავი დღე“, „იმედგაცრუება“, „სირცხვილი“ – ასე მოიხსენიებდნენ აშშ-ის როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრას. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მოუწოდებს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
https://www.radiotavisupleba.ge
მსგავსი სტატიები
- 91
რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ - რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და…
- 91
გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
- 90
უბრალოდ წარმოიდგინეთ: თქვენი 15 წლის შვილი, რომელიც Facebook-ზე კრიტიკულად იხსენიებს ბერას. რამდენიმე დღეში ქვეყნის სპეცსამსახურის შეფი კბილებამდე შეიარაღებული ბანდით მოდის თქვენთან სახლში, ოჯახის და სამეზობლოს თვალწინ თქვენს შვილს ამცირებს, ეუბნება, რომ თუ არ გაჩერდება და ბოდიშს არ მოიხდის მოკლავენ და ისე დამარხავენ, რომ ვერავინ გაიგებს. შიშის, ბრაზის, უძლურებისა და დაუცველობის…
- 90
კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესში ერთობლივი სხდომა განახლდა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერი ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა. სენატორის სიტყვით გამოსვლის ამ ტექსტს "ამერიკის ხმა" ავრცლებს. "ამ შენობაში მყოფთაგან…