რუსეთის ომმა მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურა 183 რელიგიური შენობა უკრაინაში

უკრაინის ეთნიკურ საკითხთა და რწმენის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, უკრაინის რელიგიური თემების 183 ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა რუსული დაბომბვისა და დარტყმების შედეგად.

რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული 183 ადგილიდან ხუთი მეჩეთია, ხუთი სინაგოგა, ხოლო დანარჩენი 173 ქრისტიანული ეკლესიაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share