მოსკოვმა უკრაინაში სამხედროების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – ეჭვმიტანილთა სიაში არიან ქართველებიც

მოსკოვმა უკრაინაში შეიარაღებული ძალების 92 წევრს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა.

ალექსანდრე ბასტრიკინის თქმით, რუსეთში ამ მიმართულებით 1 300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ასობით უკრაინელ სამხედრო და პოლიტიკურ პირებთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, რომლებიც მან  მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებაში დაადანაშაულა.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული “დაქირავებულ” მებრძოლებზე დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან.

ბასტრიკინი დასავლეთს “უკრაინული ნაციონალიზმის” ღიად დაფინანსებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი სასამართლო პროცესი “უკიდურესად საეჭვოა”.

ამის სანაცვლოდ ბასტრიკინი საერთაშორისო ტრიბუნას სთავაზობს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც “უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი პოზიცია აქვს”, – კერძოდ, მისი თქმით, ასეთი ქვეყნებია, სირია, ირანი და ბოლივია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share