ამერიკაში მოღვაწე პროფესორი დოდონა კიზიაია სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და პარალელი გაავლო ოლიგარქიული მმართველობის ბუნებაზე და ბრძოლისუნარიანობაზე ჩვენსა და ამერიკელ ხალხს შორის.
“მოვისმინე მთავარ არხზე გადაცემა ვაშინგტონში მომხდარ ამბებზე და მოკლედ ჩემი სიტყვებითაც მინდა გითხრათ ამის შესახებ. გუშინ ამერიკელი ფაშისტების (გამოკითხვის მიხედვით უმეტესი მათგანი ოთხკლასდამთავრებულია), რუსი და ქართველი ემიგრანტების და მათი ბრძენი გურუს საყვარელმა პრეზიდენტმა, ამერიკელმა ივანაშვილმა, ვაჭრუკანა ტრამპმა ტლინკები ყარა, კიდევ მინდა პრეზიდენტობა და ფულების ხვეჭაო. მოუწოდა მის მხარდამჭერებს, იბრძოლეთ, დამსვით ისევ საპრეზიდენტო სკამზეო. ზუსტად ისე, როგორც ბორია ივანაშვილი და მისი ბანდა მოუწოდებს კრიმინალებს, გადაგვარჩინეთ, კიდევ გვინდა საქართველო ვხრათ და ვსვათო.
ტრამპის მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, რა ძნელია თბილი და ფულიანი სავარძელი დათმო, თანაც როგორი ფულიანი! – ქალიშვილი მრჩევლად დანიშნა, სიძეს ძალიან მაღალი თანამდებობა მისცა, ნაცნობ-მეგობარი კრიმინალები, რომლებიც დაეხმარნენ არჩევნებში და ბლომად ფულიც დახარჯეს მისი კანდიდატურის გასამარჯვებლად, ციხიდან გაანთავისუფლებინა და კიდევ ბევრი სხვა ივანაშვილის მსგავსად. ჰოდა კიდევ უნდოდა ტიპს თეთრ სახლში ყოფნა. ტკბილია ძალაუფლება და ფულები, გინდ ამერიკელი იყავი, გინდ რუსი და გინდ ჩრდილოკორეელი. თუმცა ქართველებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად და შესაძლოა სხვებზე უკეთესად ვიცით, არა? სააკაშვილობა არც ისე ადვილი რამ ყოფილა, როგორც დავინახეთ.
პუტინში შეყვარებულმა და პუტინის ჯიბეში მჯდარმა ტრამპმა ამერიკელი პუტინობა მოისურვა და საბედნიეროდ არ გამოუვიდა. შეუძლებელიც იყო გამოსვლოდა, რადგან ამერიკის დემოკრატიის დანგრევა არც ისე ადვილია. თუმცა ტრამპს პრეზიდენტობის 13 დღე დარჩა და ეს თავისთავში შეყვარებული, ამასთანავე, როგორც ჩანს და როგორც დღეს ყოველი მეორე კონგრესმენი იმეორებს, ფსიქიკა შერყეული პიროვნება, ან უბრალოდ რომ ვთქვათ, დარტყმული გიჟი, რას მოიმოქმედებს, როგორ გამოიყენებს მის ძალაუფლებას, ძნელი სათქმელია. ამჟამად მიმდინარეობს ლაპარაკი იმაზე, რომ აამოქმედონ კონსტიტუციის 25 მუხლი და მოუხსნან მას პრეზიდენტის უფლებები, ან ისევ გაუკეთონ იმპიჩმენტი, ან რაიმე სხვა ფორმით მოახდინონ მისი იზოლირება.
ასე რომ, როგორც ინგლისურად იტყვიან, stay tuned, ანუ ამ არხზე იყავით, ნუ გამორთავთ. კიდევ ბევრი საინტერესო ტრაგი-კომედია გველის წინ.”- წერს კიზირია.