ნავი, რომლითაც ათობით ჰაიტელი მიგრანტი იმყოფებოდა, კვირას ბაჰამის კუნძულების სანაპიროებთან ჩაიძირა. შემთხვევის შედეგას სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
ბაჰამის პრემიერის განცხადების თანახმად, დაღუპულთა შორის იყო 15 ქალი, ერთი კაცი და ერთი ჩვილი.
მაშველებმა 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.
პოლიციამ განაცხადა, რომ ნავზე შესაძლოა 60-მდე ადამიანი ყოფილიყო.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მიგრანტები ფლორიდაში მიდიოდნენ, სავარაუდოა, რომ გემი ამოტრიალდა. ბაჰამის კუნძულებიდან ორი ადამიანი დააკავეს ადამიანების კონტრაბანდის სავარაუდო ოპერაციის გამო.