ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზი სუსი-ს დაკავებულ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს ინფორმაციის გვიან გამჟღავნების გამო აკრიტიკებს. საუბარია პატრიარქის გადაყენების ოპერაციაზე, რომელშიც გოგაშვილის მტკიცებით, რუსეთიც მონაწილეობდა.
მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურები ნადმვილად იყვნენ ჩართულები.
“პატრიარქის ლიკვიდაცია, ეს სიტყვაც კი მზარავს. ამაზე ნებისმიერი ლაპარაკი თვითონ ლიკვიდაციის საქმეს ემსახურება. სად იყო მერე, თუ ხვდებოდა და უნდა აღეკვეთა, მისი პირდაპირი ვალდებულება იყო. ნდობის სწორი ფორმა არ არის და ამიტომ ვერ ვენდობი მე ამ განცხადებაში. იწვევს ჩემში ძალიან დიდ უნდობლობას, რომ ასეთი ფორმით, ასეთ სახით მან დღეს დაიწყო ამაზე ლაპარაკი, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.