“საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პრემიერმინისტრი ან პრეზიდენტი. მე ვხედავ, რომ თქვენს პრეზიდენტს აქვს მცდელობები, შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს, რომ ბოლომდე მიიყვანოს ყველაფერი. ორივე მხარე უნდა დასვას მოლაპარაკებაზე და ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი”.
– ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”.