ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის ქვეყნის მომავალზე მნიშვნელოვანი, ბიძინა ივანიშვილის დაცვაა.
“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში დღის სტუმარი, ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა.
იუკნევიჩიენე ამბობს, რომ იმ რეზოლუციის შეცვლა, რომელშიც საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხო, წარმოუდგენელი და შეუძლებელია, ვინაიდან მასში დემოკრატიული ქვეყნების მოსაზრებაა გამოხატული.
“მე პირადად შოკირებული ვიყავი, როცა ვნახე ეს წერილი. როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორც ვხედავთ, გასული ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ვერ ისწავლა გაკვეთილები – ოლიგარქიული მმართველობა არის ის ფაქტორი, რომელიც საქართველოს აფერხებს ევროჯკავშირის სტატუსის მიღებისგან, მათ არ ესმით რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის….
ის, რომ მოითხოვეს რეზოლუციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ეს წარმოუდგენელია, ეს შეუძლებელია. ეს რეზოლუცია მიღებულია და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება ვართ და ამ რეზოლუციაში ჩვენი ნებაა გამოხატული.
მესმის, ოპოზიციისთვის რთულია მხარი დაუჭირონ მთავრობას, მაგრამ მაინც უნდა ეცადონ, რომ თავის მხრიდან გადადგან ნაბიჯი”, – თქვა რასა იუკნევიჩიენემ.
[სინქრონული თარგმანი]
ამავე კონტექსტში საუბრისას, რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაზე მეტად, ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი.