“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მიუღებელია, დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზე მიანიშნებს” | ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ჩემთვის სრულიად მიუღებელია და საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ უკუსვლაზე მიანიშნებს

“სოლიდურ ბელგიურ გაზეთ „Le Soir“-ში წავიკითხე სტატია მიხეილ სააკაშვილის დრამატულ მდგომარეობაზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება თბილისში. ამას ვაპროტესტებ უდიდესი აღშფოთებით. სააკაშვილი ნებისმიერ მომენტში სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება. ეს პატიმრობა და ის ფაქტი, რომ მას დამამცირებლად ეპყრობიან, არის მიუღებელი. ვფიქრობ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ამ პატიმრობის დასრულება, რაც სრულიად შეუსაბამოა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველთვის იღებდა დემოკრატიული არჩევნების შედეგებს მის ქვეყანაში.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ჩემთვის სრულიად მიუღებელია და საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ უკუსვლაზე მიანიშნებს. მე ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობდი დასავლეთ ევროპის ყველაზე ხანგრძლივი დიქტატურის პერიოდში… აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა იმოქმედოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის. ის იყო ჩვენი მასპინძელი ბათუმსა და თბილისში. ის მონაწილეობას იღებდა ჩვენს სხდომებში… მან გადასცა ხელისუფლება, როდესაც წააგო არჩევნები – ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ტრანზიცია საქართველოს ისტორიაში. პოლიტიკური მოტივით მისი ციხეში ყოლა არის პუტინის მეთოდების გამოყენება. თავისუფლება სააკაშვილს ახლავე!”, – წერს ჟოაო სოარესი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share