“ბუდუს არ ეშინოდა კობასი, პირიქით, ბუდუ მეგობრობდა კობასთან”

ბუდუს არ ეშინოდა კობასი. პირიქით, ბუდუ მეგობრობდა კობასთან. ამბობენ, ერთ-ერთი მიმალვის დროს ბუდუს და კობას ერთ საწოლში ეძინათ და ვინაიდან, კონსპირაციის მიზნით, ცეცხლს ვერ ანთებდნენ, ერთმანეთს საკუთარი სხეულებით ათბობდნენ მთელი ღამე.
შესაბამისად, ბუდუ კობას კობას ეძახდა და არ მიმართავდა სახელით და მამის სახელით.
შესაბამისად კობა ბუდუს ბუდუს ეძახდა და არა ნამდვილ სახელს, პოლიკარპეს.
ბუდუ მოწოდებით და ცხოვრებით წითელი კომუნისტი იყო. რუსეთის მე-10 და მე-11 წითელი არმიების ერთ-ერთი პოლიტხელმძღვანელი.
ბუდუმ გაანადგურა დამოუკიდებელი საქართველო და თვითონ გახდა წითელი საქართველოს პირველი პირი.
მიუხედავად ბოლშევიზმისა და კომუნისტური იდეალების ერთგულებისა, ბუდუ ოდნავ, აი, სულ ოდნავ ქართველიც იყო. შეეწინააღმდეგა სტალინის გეგმას საქართველო ავტონომიის სახით შესულიყო რუსეთში და მხარი დაუჭირა ლენინს, რომ ცალკე რესპუბლიკად შევსულიყავით საბჭოთა კავშირში.
ბუდუ ასევე წინააღმდეგი იყო საინგილოს და განსაკუთრებით დავით გარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის.
ასევე, ბუდუ წინააღმდეგი იყო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და აჭარის ავტონომიების შექმნის.
ამის გამო ბუდუს და მის მეგობრებს დაერქვათ ნაციონალ-უკლონისტები.
ამის გამო პოლიკარპე ბუდუ მდივანი მისმა სათაყვანებელმა კობამ, უკვე მსოფლიო პლორეტარიატის დიდმა ბელადმა, იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა, 1937 წლის 9 ივლისს გაასამართლა, მეორე დღესვე კედელთან დააყენა და დახვრიტა.
იმავე დღეებში დახვრიტა:
ბუდუს ცოლი – ცუცუნია მდივანი.
ბუდუს უფროსი შვილი – შალვა მდივანი.
ბუდუს მეორე შვილი – ივანე მდივანი.
ბუდუს მესამე შვილი – დავით მდივანი.
ბუდუს მეოთხე შვილი – არჩილ მდივანი (ცნობილი ჩოგბურთელი).
ხოლო ბუდუს მეხუთე შვილი – მერი მდივანი, 1939 წელს დახვრიტა.
ბუდუ და კობა თანატოლები იყვნენ.
ბუდუ და კობა მეგობრობდნენ.
——————
ციკლიდან – “სტალინმა არ იცოდა”.
ალექს რუსიას პოსტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share