“ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამართლება მამუკა მდინარაძემ სცადა. მმართველი პარტიის სპიკერი შეეცადა ისრები მედიისკენ გადაეტანა.
მდინარაძე კიდევ უფრო შორს წავიდა და ჟურნალისტებს “სასარგებლო იდიოტები” უწოდა. თითქოს გადატანითი მნიშვნელობის ხასგასასმელად კი გამოიყენა სიტყვა – “ღორი”.
“ფსკერს ქვემოით ხართ, არ ხართ ჟურნალისტები, თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტები” – მიმართავდა კრიტიკულ მედიას მდინარაძე.