“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი თანაგუნდელის, ირაკლი კობახიძის დაცვა სცადა და თქვა, რომ კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის კითხვა მიიღო, როგორც შეურაცხყოფა.
მდინარაძემ კობახიძის მიერ ჟურნალისტისთვის მიყენებული შეურაცხყოფა გაამართლა ამგვარად “ახსნა”:
“ვიღაცამ გიწოდათ ღორი, მერე სხვა ჟურნალისტი მოვიდეს და თქვენ ღორი ხართ? რომ გკითხოს?! აი, ასეთ კითხვებს სვამთ. არახამიამ, ერთი სიბინძურე…ახლა მე რაც ვთქვი, ეს ლეგიტიმური კითხვაა? ვიღაცამ რომ ღორი გიწოდოთ და მერე თქვენი კოლეგა რომ მოგადგეთ და ჟურნალისტი ვარ და კითხვები მაქვს ღორი ხართ რომ გკითხოთ ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმაა? ააა, ვიღაცა არ არის დავით არახამია, ეს არის პასუხი?”,- თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “მთავარი არხის” ჟურნალისტმა “ოცნების” ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია ” ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ “КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა”.