“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას გაფრთხილებას, რომ სანქციები შეიძლება ოლიგარქ ივანიშვილის გარდა, ოცნების სხვა წევრებსაც შეიძლება, შეეხოთ უწოდებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ, უბინძურეს მესიჯბოქსს.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამ განცხადებების მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.
“სამწუხაროდ ჩემი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით და ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია. რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული, თავისი უბინძურესი მესიჯბოქსით, ნაცმოძრაობის მათი ლობისტების, თუ დავალების მიმცემების კვალდაკვალ და ნაცებია ყოლილები არიან ამ მესიჯებს. მთავარი მიზანი რა არის იცით? მიზანი არის საქართველოს დაზიანება. “ქართული ოცნების” ნაცმოძრაობით ჩანაცვლება, ამ ქვეყნის ომში ჩართვა. როგორც მისი კოლეგები, 10-კაციან თატბირებზე რომ მონაწილეობენ ისინიც საუბრბდნენ საქართველოს ომში ჩართვა “- თქვა მდინარაძემ.