”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რომ თავად დაკარგა სახე, ეს ყველამ ერთად ვნახეთ. მთელ ამ ისტერიაში არსებითი ორი რამ არის.
ერთი ის რომ იგი თავს ესხმის ჟურნალისტს უმძიმესი ფორმითა და სტილით, რაც წარმოაჩენს მის ძალიან არასახარბიელო მდგომარეობას.
და მეორე, იგი აცხადებს რომ დავით არახამიას თავად უკრაინელები დაასანქცირებენ, იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდო უკრაიანა და უკრაინელები..
არახამია და უკრაინა ისევ ომის დაწყებაში დაადანაშულა.
მაგრამ რა გასაკვირია ეს იმ პარტიის ლიდერისგან, რომელიც ამ ბინძურ ნარატივს თავის დროზე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იყენებდა?!
ირაკლი, პრორუსობა და კაგებეს საქმის კეთება მეტი კი არაფერია!
დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურე ის, რაც ზოგმა დიდი ხანია და ზოგმა შედარებით ნაკლები, მაგრამ ყველამ უკვე კარგად ვიცით!
წერს “ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია.