ჟურნალმა Forbes-მა 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილს უკვე მეათე წელია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს. გამოცემის განმარტებით, მერკელი ევროპის დე ფაქტო ლიდერად რჩება. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გერმანიის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა და აღმავლობის გზას დაადგა.
მსოფლიოს გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილზეა ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, რომელიც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა.
მესამეზე კი, აშშ-ის არჩეული ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი აღმოჩნდა. ის ამ რეიტინგში პირველად მოხვდა.
ხუთეულში, ასევე, შედის გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამჟამად ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. მეხუთე ადგილზეა მელინდა გეითსი – Bill and Melinda Gates Foundation-ის თავმჯდომარე.
სულ რეიტინგში 17 ახალი მონაწილეა. „ეს იმის ილუსტრაციაა, რომ ქალები საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნავენ Forbes-ში.
Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, ასევე, მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე (მე-46 ადგილი), მომღერლები რიანა (69-ე ადგილი), ბიონსე (72-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (82-ე ადგილი).
ჟურნალი Forbes-ი აღნიშნულ რეიტინგს უკვე მეჩვიდმეტედ ადგენს.
https://2020news.ge
მსგავსი სტატიები
- 88
კნუტ ჰამსუნი საქართველოზე: „ეს აღთქმული ქვეყანაა“ 2 მაისი, 2019 საქართველოზე არაერთ ცნობილ უცხოელ მწერალსა თუ პოეტს აქვს დაწერილი, რომ ის განსაკუთრუბელია. შტეფან ცვაიგი – ავსტრიელი მწერალი: „ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი შეხვედრია თავის ლაშქრობებში და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული ზეგავლენის ქვეშ… ეს ქვეყანა დედამიწის…
- 82
უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ. “იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა…
- 81
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კეხმანი ამბობს, რომ ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს შეუთანხმდა, რომ, თუკი ის ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელი გახდებოდა, ის რუსი ბალერინა იქნებოდა. ამის შესახებ კეხმანი რუსულ გამოცემა Московский комсомолец-ს ესაუბრა და ნინო ანანიაშვილთან დადებული და მოგვიანებით შეწყვეტილი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. "თებერვალში…
- 81