ისტორიულად საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი XIII საუკუნეში იყო – 8 მლნ. დამპყობელთა გამუდმებული შემოსევების შედეგად XVIII საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 761 ათასამდე შემცირდა.
უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი 1989-1992 წლებში იყო და 5 მლნ 400 ათასს შეადგენდა.
ისტორიულად კავკასიაში საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო და ქართველები ყოველთვის სჭარბობდნენ სომხებსა და აზერბაიჯანელებს; 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1% საქართველოში ცხოვრობდა; 1970 წელს იგი 28,1%-მდე, ხოლო 2010 წელს 18,95%-მდე შემცირდა. ამასთან, აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობა 30,4%-დან 38,0%-მდე გაიზარდა.
მომზადებულია მედიცინის დოქტორის, პროფესორის – თენგიზ ვერულავას 1tv.ge – ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.