„ის, თუ როგორ წარმოუდგენია დეპოლარიზაცია და პროცესი „ქართულ ოცნებას“, ძალიან კარგად დადასტურდა კობახიძის დღევანდელ განცხადებაში. ეს იყო ამორალურობის, ყოველგვარი უკულტურობის, ჟურნალისტების მიმართ ძალიან მძიმე დამოკიდებულების გამოვლინება და ძალადობის წახალისება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლისგან. როგორც ჩანს, კობახიძისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველა ფასად, მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირების ფასად, ეს გამოჩნდა დღეს მის განცხადებაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.