“ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის – ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე”

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ, 25 ივლისს, საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე.

ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე – რატომ, რა ვითარებაში, ვისი დავალებით და გადაწყვეტილებით ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი.

P.S. ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share