“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს მარგინალური მედიის და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში!
მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახს და მის ღირსეულ მამას, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა და ებრძოდა რუსეთის იმპერიას.
ღირსეული ადამიანი რომ დააფასო, თავად უნდა იყო ღირსეული. როდესაც არც პიროვნული და არც პროფესიული ღირსება გაქვს, კადრულობ იმას, რაც გუშინ მოვისმინეთ.
სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. დაბალი განათლება, არაპროფესიონალიზმი, უზნეობა და მოღალატეობრივი სულისკვეთება იქცა დღეს ზოგიერთი ქართული მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების კრედოდ.
არაუშავს, ამასაც გავუძლებთ და აუცილებლად გავიყვანთ საქართველოს გამარჯვების გზაზე!” – წერს “ქართული ოცნებიდან” დორმალურად წამოსული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მთავარი არხის ჟურნალისტზე ირაკლი კობახიძის თავდასხმებსა და შეურაცხყოფას ამართლებს.